ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გაზეთის ,,ბანკები და ფინანსები“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგებით 2013 წლის ადამიანად იქნა დასახელებული

1 იანვარი 2014

გაზეთმა ,,ბანკების და ფინანსები“ გამოქვეყნა თავისი ტრადიციული გამოკითხვის შედეგები. წელს გაზეთის ჟურნალისტების,მენეჯმენტისა და რესპოდენტთა  გამოკითხვის შედეგად წლის ადამიანად, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს შემდეგ, დასახელდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. 

,,ზაზა ხატიაშვილმა რამდენიმე წლის წინ გააოცა საქართველო, სააკაშვილს მის მოედანზე მოუგო და წარმოუდგენელი შეძლო–იმ დროში თავისუფალი არჩევნების გზით საქართველოს ადვოკატების ლიდერი გახდა. წელს კიდევ უფრო მეტი გააკეთა–თავისუფალი არჩევნების პირობებში საქართველოს ადვოკატთა კორპუსის 80%–ის მხარდაჭერას მიაღწია, მას მხარი 994–მა ადვოკატმა დაუჭირა“– წერს გაზეთი.

 

გაზეთის სოციოლოგიურმა ჯგუფმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომლის შედეგადაც დასახელდა ,,წლის ადამიანის“  პირველი სამეული, რომელშიც შედიან, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, ათეულში შევიდნენ: ბიძინა ივანიშვილი, ლევან ვასაძე, ინგა გრიგოლია, უფლისწული გიორგი, გიორგი მარგველაშვილი, თურქი მსახიობი მურატ ილდიმირი, ეკა ბესელია.

 

ზაზა ხატიაშვილმა უკვე მესამედ მოიპოვა ეს წოდება.

 

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან ასახელებს წლის ადამიანს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი